მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფსიქოლოგის შტატი სკოლების მხოლოდ 11%-ს აქვს

5b36110bd777e
მეგი კავთუაშვილი
29.06.18 14:56
933
საქართველოში მოქმედ 2 085 სკოლიდან ფსიქოლოგი მხოლოდ 228 სკოლაში მუშაობს. მათ შორის, ფსიქოლოგის შტატი არ არის ყველაზე დიდკონტინგენტიან სკოლებში, სადაც 2 000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში 40 ფსიქოლოგი მუშაობს, სადაც სკოლებიდან ბავშვების გადამისამართება ხდება.

სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლიდან ფსიქოლოგის შტატი დაემატება 62 მუნიციპალურ რესურს ცენტრებსაც. გამონაკლისს აფხაზეთისა და აჭარის საგანმანათლებლო რესურცენტრები წარმოადგენენ.