მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

5c91343a9ea9d
BM.GE
19.03.19 22:23
1834
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ფოთის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამოღებულია დოკუმენტაციის ნაწილი, რომელთა შესწავლა მიმდინარეობს.

"ფოთის მერიაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევედით, ამოღებულია დოკუმენტები გარკვეულ საქმეზე და მიმდინარეობს მათი შესწავლა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. როგორც კი რამე დადგინდება, შუალედური პასუხი გვექნება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ახალს ვერაფერს ვიტყვით", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

წყარო: IPN