მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: Tesla გლობალურ არეულობას გამოიწვევს

5bceceb543ae0
მარიამ ადამია
23.10.18 11:32
862
კომპანია Tesla გლობალურ ავტო-ინდუსტრიას საფრთხეს უქმნის, რადგან მისი სწრაფი ზრდა, გარდა იმისა, რომ კონკურენტებზე მოქმედებს უარყოფითად, შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით უმუშევრობის გამომწვევიც გახდეს, - ამ შინაარსის სტატიას ამერიკული Forbes აქვეყნებს. კომპანია, 2018 წლის მესამე კვარტალში, მანქანის წარმოების კუთხით ასწრებს პორშესაც და იაგუარსაც, თუმცა მისი მთავარი მიზანი ეს არ არის და წარმატებას მხოლოდ მაშინ დაითვლიან, როდესაც ერთ კვარტალში 83 ათას 500 მანქანას გამოუშვებენ. რაოდენობა, შესაძლოა ერთი შეხედვით დრამატულად ბევრი არ იყოს, თუმცა გაყიდვები 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

2018 წლის სექტემბრის მონაცემებით, Tesla-ს გაყიდვები, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გასული წლის მონაცემებთან შედარებით - 563,6%-ით გაიზარდა. ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდს - მერსედეს ბენცს კი 15,6%-ით შეუმცირდა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან Tesla მომდევნო წლისთვის, მანქანების წარმოების გაორმაგება გეგმავს, 2023 წლისთვის კი, „ტესლამობილის“ ყიდვა გაცილებით იაფად, 25 ათას დოლარად იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, Tesla-მ 2018 წლის მესამე კვარტალში, 80 ათასზე მეტი ელექტრომობილი გამოუშვა, რამაც გამოიწვია ის, რომ ნავთობის მრეწველობამ 20 მილიარდი ამერიკული დოლარი დაკარგა. საბოლოო ჯამში, ექსპერტები თანხმდებიან, რომ Tesla მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. თუმცა დღესდღეობით, Tesla-ს მანქანების რაოდენობა ბაზარზე ცოტაა და მისი გვერდითი ეფექტი არ იგრძნობა, ხოლო როგორც კი რაოდენობა მოიმატებს - ზარალი თვალში საცემი გახდება.

ჯერჯერობით, ერთადერთ ქვეყანა, სადაც ელექტრომობილებმა ბენზინის გაყიდვების შემცირება განაპირობა - ნორვეგიაა. დანარჩენ ქვეყნებზე კი, შედეგები ცოტა მოგვიანებით აისახება. ეფექტი განსაკუთრებით 2030 წელს იქნება ასახული, ხოლო მთავარი დარტყმა, ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებზე და მათ მოსახლეობაზე აისახება.

შეუძლია თუ არა კლასიკურ ავტომწარმოებელს შექმნას ხარისხიანი ელექტრომობილი და კონკურენცია გაუწიოს ტესლას? კითხვაზე პასუხი მარტივია. თეორიულად - შეუძლია. პრაქტიკულად კი - არა, რადგან მათ არ აქვთ გამოცდილება. Tesla კი უკვე წლებია უკონკურეტოა.