27.აპრილი.2016 15:17
მსოფლიო

Forbes რუსეთის ნავთობის უმსხვილეს მყიდველ კომპანიებს აქვეყნებს

Forbes რუსეთის ნავთობის უმსხვილეს მყიდველ კომპანიებს აქვეყნებს
Forbes 20 კომპანიის სია გამოაქვეყნა, რომელთა შესყიდვებზე რუსეთის ნავთობის ექსპორტის 77.8% მოდის (190.2 მლნ ტონა) 2015 წელს.
 
რეიტინგში პირველი შვეიცარული ნავთობტრეიდერი Litasco. Forbes ინფორმაციით ის LUKOIL შვილობილი კომპანიაა და მხოლოდ 2015 წელს, შესყიდული ნავთობის მოცულობამ 35.8 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო გაფორმებული კონტრაქტები აჭარბებს 13 მლრდ დოლარს.

მეორე ადგილზე ასევე "შვილობილი" კომპანიაა. ამჯერად, CNPC - China National United Oil Corporation. ამ კომპანიის შესყიდვებმა შეადგინა 26.9 მლნ ტონა ნავთობი, ხოლო გაფორმდა კონტარქტები სულ 10.5 მლრდ დოლარზე.

მესამე ადგილს ასევე შვეიცარული Total Oil Trading იკავებს, თუმცა არ გეშლებათ და ის ფრანგულის ენერგო გიგანტის Total საკუთრებაა. შვეიცარიაში ბაზირებულმა ფრანგულმა ნავთობტრეიდერებმა 2015 წელს სულ 5.2 მლრდ დოლარზე გააფორმეს კონტრაქტები, რაც დაახლოებით 14.5 მლნ ტონა ნავთობის შესყიდვას უდრის.

Forbes მეოთხე ადგილზე ასახელს ჰოლანდიურ Trafigura, რომელმაც შარშან რუსეთში შეისყიდა დაახლოებით 13 მლნ ტონა ნავთობი და მოახერხა თითქმის 5 მლრდ დოლარის კონტრაქტების გაფორმება.

Forbes ხუთეულს კრავს პოლონური ტრეიდერი Orlen, რომელთა მონაგარი 2015 წელს შესყიდული ნავთობით დაახლოებით 10.0 მლნ ტონაა, ხოლო კონტრაქტების საერთო მოცულობამ 3.7 მლრდ დოლარი შეადგინა.
ავტორი: გიორგი ისაკაძე



16.ნოემბერი.2018 14:12
102

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 10,270 მლნ ბარელით გაიზარდა

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 22:00
334

სტაჟირება მსხვილ კორპორაციებში

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 14:51
122

რომელ ქვეყნებშია ყველაზე ძვირი კვების ობიექტები?

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 14:00
133

მსოფლიოში ტურისტული ცენტრების ცვლილებას პროგნოზირებენ

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 09:48
113

Alibaba-მ 1 დღიანი აქციის პერიოდში $30 მილიარდი გამოიმუშავა

ვრცლად
14.ნოემბერი.2018 13:24
140

ნავთობის ფასი შემცირდა

ვრცლად