06.დეკემბერი.2018 19:30
ეკონომიკა, მსოფლიო, საზოგადოება

Forbes: რეგიონში ყველაზე იაფი ცხოვრება თბილისშია

Forbes: რეგიონში ყველაზე იაფი ცხოვრება თბილისშია
გამოცემა Forbes-მა თბილისი, მოსკოვი, სტამბული, ერევანი და ბაქო სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის ფასებით ერთმანეთს შეადარა.

წყაროდ Numbeo გამოიყენა და ფასები ლარში, ვალუტის უკანასკნელი კურსის შესაბამისად წარმოადგინა.

მიგნებები კი ასეთია: მაგალითად, სამომხმარებლო ფასები მოსკოვში 49%-ით უფრო მაღალია, ვიდრე - თბილისში.

ერთი კლასის რესტორნებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ ამ შემთხვევაშიც თბილისში 16.56%-ით უფრო იაფი დაგიჯდებათ დროის გატარება, ვიდრე - ერევანში.

ასევე დადგინდა, რომ დაახლოებით, 5 ათას ლარზე მეტი დაგჭირდებათ სტამბოლში ისეთი ხარისხის ცხოვრების მისაღწევად, რაშიც თბილისში 4 ათას ლარს გადაიხდით.

უფრო კონკრეტულად კი: იაფ რესტორანში ვახშამი მომხმარებელს თბილისში, ერევანსა და ბაქოში დაახლოებით 15 ლარი უჯდება, მოსკოვში - 24 ლარი, ყველაზე იაფი კი სტამბოლშია - 12,45 ლარი.

საშუალო ფასიან რესტორანში ვახშამი, ერთ კაცზე, თბილისში 25 ლარი ღირს, ერევანში - 32 ლარი, ბაქოში - 40 ლარი, მოსკოვში - 50, სტამბოლში კი - 12 ლარი.

რაც შეეხება „მაკდონალდსის“ მენიუს, თბილისში 12 ლარი ღირს, ერევანში იმავე მენიუს ფასი 13,67 ლარია, ბაქოში - 12 ლარი, ყველაზე იაფი, ამ შემთხვევაშიც სტამბოლია, სადაც „მაკდონალდსის“ მენიუ 9,46 ლარი დაგიჯდებათ, თუმცა იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით სიგარეტზე.

მაგალითად, „მალბოროს“ ფასი სტამბოლში ყველაზე ძვირია - 6,47 ლარი. თბილისში კი, საშუალო ფასი 4,5 ლარია. სტამბოლის მსგავსად 6 ლარი ღირს სიგარეტი ბაქოში, ერევანში - 3,28 ლარი, მოსკოვში კი - 5,66 ლარი. ასევე, ყველაზე ძვირია სტამბოლში ადგილობრივი ლუდიც, რომლის ფასი 6,47 ლარამდეა.

რაც შეეხება ტრანსპორტს, საზოგადოებას გადაადგილება ყოველთვიურად 30 ლარი უჯდება თბილისში, ერევანში -32,82 ლარი, ბაქოში - 23 ლარი, მოსკოვში - 83 ლარი, სტამბოლში კი, გადაადგილება 102 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო თუ ტაქსით მგზავრობას ანიჭებთ უპირატესობას, ამ შემთხვევაში დათვლილია საწყისი ფასები, რომლის მიხედვითაც, თბილისში, ერევანსა და ბაქოში ღირებულება 3 ლარიდან იწყება; 4 ლარია საწყისი ტარიფი მოსკოვში, 2 ლარამდე კი - სტამბოლში.

დათვლილია ბენზინის ფასიც, რომელიც ყველაზე ძვირი სტამბოლშია - 3,36 ლარი, ყველაზე იაფი კი ბაქოშია - 1, 44 ლარი.

რაც შეეხება თბილისში საწვავის ფასს, ბენზინი 2,4 ლარი ღირს, ერევანში - 2,47 ლარი, მოსკოვში კი - 1,82 ლარი.

Forbes-ის მიხედვით, ყველაზე ძვირი ცხოვრება მოსკოვშია, სადაც კომუნალურ გადასახადებში თვიურად 304 ლარს იხდიან, შემდეგი რეიტინგში ერევანია - 200,65 ლარით, 178 ლარი დაგეხარჯებათ სტამბულში, 108 ლარი- ბაქოში, თბილისში კი, ყველაზე ნაკლებია და ის 151,22 ლარს შეადგენს.
ავტორი: მარიამ ადამია



18.მარტი.2019 21:17
56

„ვფიქრობ, ჰონგ კონგის კომპანიებმა საქართველოში ბიზნესის გაფართოება უნდა განიხილონ"

ვრცლად
18.მარტი.2019 21:02
86

„ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული"

ვრცლად
18.მარტი.2019 20:47
116

ედვარდ იაუ: „საქართველოში ჩამოვედით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ურთიერთობის გაღრმავებას"

ვრცლად
18.მარტი.2019 20:32
312

„იპოთეკური სესხები შეიძლება 10-ჯერ შემცირებული იყოს, მაგრამ ჯერ კონკრეტული ციფრები არ გვაქვს“

ვრცლად
18.მარტი.2019 20:10
164

გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა

ვრცლად
18.მარტი.2019 20:00
235

„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე დაბრუნების საკითხი კვლავ გაურკვეველია

ვრცლად