მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-მა 2018 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები დაასახელა

5b06cfc23f360
ლევან თაღიაშვილი
24.05.18 19:26
1269

ბოლო რამდენიმე წელია ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებში ტექნოლოგიური კომპანიები ლიდერობენ. Forbes-მა 2018 წლის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც პირველ 5 ადგილს  Apple (მობილური ტელეფონები), Google (საძიებო სისტემა), Microsoft (Software), Facebook (სოციალური მედია) და Amazon (საცალო გაყიდვები) ინაწილებენ, რომლებიც მომსახურებისა და პროდუქციის გაყიდვის კუთხით ლიდერები არიან, თუმცა, მათი ყველაზე ძლიერი მხარე ბრენდის სახელია. 

Forbes აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბრენდის მუდმივი მომხმარებლების დახმარების წყალობით, Apple-მა 2 თვეზე ნაკლებ დროში 29 მილიონი ერთეული 999-დოლარიანი iPhone X გაყიდა. მიუხედავად იმისა, რომ Samsung-მა 2017 წლის მე-4 კვარტალში გაცილებით მეტი სმარტფონი გაყიდა, ინდუსტრიის მოგების 87% მაინც Apple-ზე მოდის.

Forbes-ის მიხედვით, მხოლოდ ამ 5 ბრენდის ღირებულება ჯამურად, $586 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 20%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.