მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაბი არასამთავრობოებისთვის

BM.GE
30.05.19 09:50
920
სულ ცოტა ხნის წინ თბილისში ახალი სივრცე „სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის“ გაიხსნა. სექტორი 3 ეს არის ჰაბი, რომელიც თავს უყრის ინტელექტუალურ რესურსს ქვეყნის შიგნით და გარეთ, ქმნის შესაძლებლობებს ახალი თაობის ლიდერების აღმოჩენისა და საზოგადოებრივ ასპარეზზე წინ წამოწევისთვის, ხელს უწყობს სამოქალაქო, საჯარო, კერძო და სხვა სექტორებს შორის კომუნიკაციისა და პარტნიორობის გაუმჯობესებას, ახალი ინიციატივების წამოწყებას და უკვე არსებული გამოწვევებისთვის გადაწყვეტების პოვნას. ვისთვის არის ახალი სივრცე და რა შესაძლებლობას აძლევს ის საზოგადოებას?


სტუმარი: ქეთევან ჩაჩავა - "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი", აღმასრულებელი დირექტორი;
მარინა ბენდელიანი - სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“, დამფუძნებელი