მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა საქართველოს რეიტინგი დაუდასტურა: BB-

59c8c24b7e8ea
BM.GE
25.09.17 12:45
1210
Fitch-მა საქართველოს გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი BB- დონეზე პროგნოზით სტაბილური დაუდასტურა.

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ აპრილში საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რის მიხედვითაც საქართველო IMF-სგან რეფორმების მხარდასაჭერად $285.3 მილიონს მიიღებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ პროგრამის მთავარი მიზანი საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური კონსოლიდაციის მიღწევაა, ამასთან სრტუქტურული რეფორმების გატარება, შიდა დანაზოგების შექმნა და სავალუტო რეზერვების გაძლიერება.

Fitch-ის შეფასებით, სავალუტო ფონდის პროგრამა მაკროეკონომიკური პოლიტიკის წამყვანი იქნება, ამასთან სირთულეები, რომელიც წინა პროგრამას ახლდა თან იმ პოტენციური გამოწვევების შეხსენებაა, რომელიც მრავალწლიან პროგრამებს ახლავს თან.

სარეიტინგო სააგენტო საქართველოში წელს 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, - მსგავსი პროგნოზი აქვს Fitch-ს მომდევნო ორი წლისთვისაც.

მიმდინარე წელს Fitch საქართველოში ინფლაციის მაჩვენებლის 5.6%-ზე შენარჩუნებას პროგნოზირებს. ინფალციის ზრდას სააგენტო გაზრდილ გადასახადს უკავშირებს. 2018 წელს სააგენტო სამომხმარებლო ფასების ინდექსის 3.5% -იან ზრდას ვარაუდობს, ხოლო 2019 წელს კი 3%-იანს.

რეიტინგი მთავარ სისუსტედ სააგენტო საგარეო ფინანსებს ასახელებს. Fitch წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 11.3%-მდე შემცირებას ელის. რეიტინგზე მოქმედ შესაძლო ნეგატიურ აქტორებს შორის სააგენტო საბიუჯეტო და მიმდნარე ანგარიშის დეფიციტის შესაძლო ზრდას ასახელებს.