11.მარტი.2016 10:09
მსოფლიო

Fitch-ი "გაზპრომის" ბუნებრივი აირის საფასურის შემცირებას პროგნოზირებს

Fitch-ი "გაზპრომის" ბუნებრივი აირის საფასურის შემცირებას პროგნოზირებს
ევროპაში "გაზპრომის" გაზის საშუალო ფასი 2016-2017 წლებში, 1000 კუბურ მეტრზე 200$ იქნება. პროგნოზს ამის შესახებ, სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი აკეთებს. პროგნოზი დაფუძნებულია ნავთობის ფასებზე რომელიც 2016 წელს 35 დოლარიან მაჩვენებლზეა გათვლილი, 2017 წლისთვის კი ბარელის ღირებულება დაახლოებით 45 დოლარზეა დაანგარიშებული. სააგენტოს ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2015 წლის 9 თვის შედეგებით, კომპანიის ბუნებრივი აირის გასაყიდი ფასი ევროპაში 30%-ით დაეცა და ათას კუბურ მეტრზე 252$ შეადგინა. მათივე შეფასებით, ფასის ვარდნა მომავალშიც გაგრძელდება რაზეც გავლენას ნავთობის ფასი იქონიებს.
 
Fitch-ის ინფორმაციით, ამჟამად ევროპულ ბაზარზე "გაზპრომის" წილი 31%-ია.



21.ნოემბერი.2018 10:30
73

ნავთობის ფასი შემცირდა

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 09:50
70

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა ცოლის მოგზაურობა საარჩევნო კამპანიის ფულით დააფინანსა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 19:11
129

ქვეყნები "საუკეთესო ინტერნეტით"

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 18:27
78

საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტი გაზარდა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 12:50
45

"ნავთობის მოპოვების მკვეთრი შემცირება ნეგატიურ გავლენას მოახდენს სანავთობო ბაზრებზე"

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 14:12
144

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 10,270 მლნ ბარელით გაიზარდა

ვრცლად