მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიქსირდება თუ არა ბაღებისა და სკოლების ეზოებში ტყვიის გადაჭარბება

5bc0ae4807c93
თათია ჩაფიჩაძე
12.10.18 19:30
1237
„თბილისში მდებარე ბაღებისა და სკოლის ეზოებში ტყვიის გადაჭარბება არ ფიქსირდება“ - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ამ დროისთვის 20-მდე სინჯია აღებული, ყველა შემთხვევაში კი ჰაერში ტყვიის შეცველობა ნორმაზე რამდენჯერმე ნაკლებია.

“ტყვიით დაბინძურების კუთხით არანაირი პრობლემა არ არის, უფრო მეტიც რამდენჯერმე მცირეა ნორმაზე. ამას ადასტურებდა წლების განმავლობაში ჩვენს მიერ ჩატარებული სხვადასხვა გაზომვების შედეგებიც, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო გადავწყვიტეთ რომ გავაფართოვოთ ჩვენი მონიტორინგის ქსელი და მეტი უბანი მოვიცვათ. ვიღებთ სინჯებს როგორც გზის პირას, ასევე ფონურ ადგილებში მაგალითად სკოლებისა და ბაღების ეზოებში და ამ მონაცემებზე დაყრდნობით პრობლემა არ გვაქვს. ფილარომონიასთანაც კი სადაც ძალიან დატვირთულია მოძრაობა ტყვიის კონცენტრაცია ნორმაზე რამდენჯერმე მცირე იყო.“ - განაცხადა მეგრელიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო ყოველკვირეულ კვლევებს ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ახორციელებს როგორც მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, ასევე სპეციალისტების მიერ შერჩეულ კონკრეტულ ლოკაციებზე.