13.თებერვალი.2016 19:06
ეკონომიკა

ფიქალის გაზის მოპოვების პერსპექტივები საქართველოში

ფიქალის გაზის მოპოვების პერსპექტივები საქართველოში
ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ჯერ კიდევ 2014 წელს ამბობდა, რომ ფიქალის გაზის მოპოვება საქართველოში აქტუალობას იძენდა და ის კომპანიები, რომლებიც ნავთობისა და გაზის მოპოვებას ახორციელებდნენ, ფიქალის გაზს პოტენციური წარმატების გზად განიხილავდნენ.

როგორც "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში" "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, არსებობს პროექტები, როგორც ფიქალის გაზის, ისე ფიქალის ნავთობთან მიმართებაში, თუმცა მისი მოპოვება საკმაოდ დიდი თანხებთან არის დაკავშირებული.

"ეს ითვლება არატრადიციულ რესურსად. სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო მისი კომერციული წარმოება და თვითონ ფიქალის გაზის მოპოვება ტექნოლოგიურად ძვირი ჯდება, რაც ამ ფასის პირობებში შეიძლება მიზანშეწონილი არ იყოს", - აცხადებს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი. მიუხედავად ამისა, გიორგი ტატიშვილი ამბობს, რომ თუ ფასი დადგება ისეთი, რომ ის კომერციული გახდეს, ამის პერსპექტივები საქართველოს ნამდვილად გააჩნია.
 
"ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი აცხადებდა, რომ ორგანული ნაერთი ფენებში 10%-ზე მეტი უნდა იყოს, ჩვენთან კი საშუალოდ 1%-ზე ნაკლებია, იშვიათად კი რიგ ადგილებში 2-3%-ზე ადის, რაც გოჩიტაშვილის თქმით, ძალიან ოპტიმისტურ მოლოდინებს არ აჩენს.

ქვეყანაში "ფიქალის" გაზის ზებნა-ძიების წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი ფონდმა "მსოფლიო გამოცდილება საქართველოს" (WEG) ჩაატარა. რომლის მიხედვით, ფიქალის გაზის არსებობის ნიშნები გამოიკვეთა ზონალურად: ქართლში, სამხრეთ კახეთში, გურიასა და აფხაზეთ-სამეგრელოში; ლოკალურად კი რიონისა და თბილისის ზონებში.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



20.მაისი.2018 22:19
532

Georgian Airways: ვცდილობთ, "ტავ ურბან ჯორჯიასთან" დალაპარაკებას ავიაბილეთების გაიაფებაზე, რაზეც ისინი უარს ამბობენ

ვრცლად
20.მაისი.2018 21:00
396

რას გულისხმობს საქართველოს და გერმანიის რკინიგზის ერთობლივი პროექტი

ვრცლად
20.მაისი.2018 20:35
48

SIEMENS, შესაძლოა, ხაშური - ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაში ჩაერთოს

ვრცლად
20.მაისი.2018 20:00
150

ქეთა გაბუნია: „კლუბების დარეგულირება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება“

ვრცლად
20.მაისი.2018 18:58
199

სად მოგზაურობენ ქართველები - საქსტატი ახალ კვლევას იწყებს

ვრცლად
20.მაისი.2018 18:35
208

რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების შეთანხმების ფარგლებში, მოსკოვმა შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან კონტრაქტი გააფორმა

ვრცლად