მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

5b4f045b2b911
BM.GE
18.07.18 13:11
704
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 64 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.900 პროცენტით, მაქსიმალური 9.030 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.016 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტი შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.