მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

5ae04767197f5
BM.GE
25.04.18 12:46
548
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 190 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.670 პროცენტით, მაქსიმალური 7.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.720 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.