მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გიორგი ბადაშვილი უხელმძღვანელებს

565f37d86ee43
BM.GE
02.12.15 22:21
1353
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დღეიდან გიორგი ბადაშვილი უხელმძღვანელებს. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ახალი უფროსი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.
 
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გიორგი ბადაშვილმა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებს მომავალი საქმიანობის საკუთარი ხედვა გააცნო და ყურადღება გაამახვილა მუშაობის მთავარ პრინციპებზე.

გიორგი ბადაშვილი 2006-2013 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2013 წლის მაისიდან - ნოემბრამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ხოლო 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს.