მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

58edf58411625
BM.GE
12.04.17 13:21
884
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 69 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7,950 პროცენტით, მაქსიმალური 8.010 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.995 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 8.000 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.