მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 25 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

59785ecfb99d4
BM.GE
26.07.17 13:19
811
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 48 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.120 პროცენტით, მაქსიმალური 8.200 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.130 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.