მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 25 000 000 ლარის ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

59006595412fe
BM.GE
26.04.17 13:16
982
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 43 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.300 პროცენტით, მაქსიმალური 8.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.638 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.