მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: "ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მიღწევა საკმაოდ რთულია"

5c98bfd794bdf
თამუნა ქემერტელიძე
25.03.19 16:05
2321
“საქართველოს განვითარების დონის ქვეყნებისთვის გნებავთ ახლა, გნებავთ წარსულში, ორნიშნა ზრდის ტემპის მიღწევა საკმაოდ რთულია”, - ამის შესახებ განცხადება “საქმის კურსთან” ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

როგორც ნიკოლოზ გაგუა ამბობს, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მთავრობის ერთ-ერთი ამოცანაა, თუმცა რეალობა საქართველოს განვითარების დონის ქვეყნისთვის სხვაა.

“ყველას გვინდა და ყველასთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღეწევა. ესაა ჩვენი მიზანი, თუმცა რეალურად რომ შევხედოთ სხვა ქვეყნების მაგალითს, კერძოდ კი, საქართველოს განვითარების დონის ქვეყნებისთვის გნებავთ - ახლა, გნებავთ წარსულში, ორნიშნა ზრდის ტემპის მიღწევა საკმაოდ რთულია - მხოლოდ ერთ ან ორ ქვეყანას თუ მოვნახავთ საერთაშორისო ანალოგებში. ჩვენ ვთლით, რომ პოტენციური ეკონომიკური ზრდა საქართველოში, ეს არის 5%, 5,5 %-მდე შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, საშუალოვადიან პერიოდში. კერძოდ კი, 3-5 წლიან პერიოდში, იმ ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას”, - აცხადებს გაგუა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ “საქმის კურსთან” საუბარში 2018 წლის ეკონომიკურ ზრდაც შეაფასა და განმარტა, რომ 4.7 % საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
“4,7%-იანი ზრდა, ბუნებრივია, განყენებულ რიცხვად არ უნდა წარმოვიდგინოთ იქიდან გამომდინარე, თუ რა საიტუაციაა რეგიონში. მაგალითად, თურქეთის ეკონომიკას მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვანი კლება ჰქონდა. დაახლოებით, 3% იანი. ბუნებრივია, ამას საქართველოს ეკონომიკაზე გარკევული გავლენა აქვს. მე ვთლი, რომ ასეთ პირობებში 4, 7 % -იანი ზრდა საკმაოდ კარგი მაჩვენებელია“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ: 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7 პროცენტით გაიზარდა და 41 მილიარდი ლარი (16 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (13.5%) საფინანსო საქმიანობაში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე კომინალური და პერსონალური მომსახურებაა 13.2%-ით, ხოლო მესამეზე უძრავი ქონებით უპირატესობებია 7.2%-ით.

ეკონომიკა შემცირდა მხოლოდ მშენებლობაში - 3.1%-ით. 2018 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სექტორი ვაჭრობა და მრეწველობა იყო 17-17%-ით. მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 10.2%-ით.