მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი სესხებზე რეგულაციებზე: ღმერთმა დაიფაროს, რომ საბანკო სექტორი დაზიანდეს

5bcd90a3397e7
თელარა გელანტია
22.10.18 12:55
1485
ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობის მოლოდინი იყო, რომ ახალ რეგულაციებს საფინანსო სექტორში 0,6%-იანი ნეგატიური გავლენა ექნება ეკონომიკაზე, რომელიც დაახლოებით, 1 წლის ვადაში გამოსწორდება.

ასე უპასუხა მაჭავარიანმა bm.ge-ის კითხვას იმის თაობაზე, თუ რანდენად შეანელებს ეკონომიკის ზრდას ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი, რადგან საბანკო ასოციაციის გათვლებით, ახალი რეგულაციების შედეგად ეკონომიკის ზრდა 3%-ით შემცირდება.

'პრაქტიკულად, ნებისმიერი კრიზისი რომ აიღოთ მსოფლიოში, ყოველთვის იმის ძირში დევს ჭარბვალიანობა. კრიზისს იწვევს ეს. ეს იწვევდა კრიზისს ამერიკაში 30-იან წლებში, 2008 წელსაც ეს იყო და ყოველთვის ჭარბვალიანობა დევს ყველა კრიზისის სათავეში, შესაბამისად, ამ ამბავს სჭირდებოდა მიხედვა, ზოგადად...  და ის ადამიანები, ვინც ამას იღებდნენ, არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს იყო ტოქსიკური გზა... ტოქსიკური სესხების აღება ხდებოდა და  რეალურად, არანაირ შვებას არ აძლევდა ადამიანებს გრძელ ვადაში; შესაბამისად, ეს სწორდება. მიიღებს სესხს ყველა, ვისაც ამის საშუალება ექნება', - განაცხადა მინისტრმა.

bm.ge-ის რეპლიკაზე, რომ IMF-ის შეფასებით, ჭარბვალიანობის შემცირებამ ქვეყანაში ფინანსური სექტორი არ უნდა დააზიანოს, მინისტრმა განაცხადა:

'ღმერთმა დაიფაროს რომ საბანკო სექტორი დაზიანდეს. ჯერ კიდევ ერთ-ერთი მზარდი ფინანსური სექტორია, არაფერი ამ სექტორს არ ემუქრება და არც მის სტაბილურობას, უბრალოდ ხდება უმნიშვნელო კორექცია, ისევ იმ მიზნით, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს', -აღნიშნა მაჭავარიანმა.