მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერული კონცეფციით შექმნილი სასტუმრო Rooms საგარეჯოში 2019 წელს გაიხსნება

594b618c4cdac
სალომე მეცხვარიშვილი
22.06.17 10:18
3979
"აჭარა ჯგუფი" საგარეჯოში სასტუმრო Rooms-ს ფერმერული კონცეფციით ააშენებს. საქმის კურსთან საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ოთო ბერიშვილი აცხადებს, რომ პროექტი 2019 წლისთვის დასრულდება.

სასტუმრო 30-40 ნომრიანი იქნება. ამ ეტაპზე კომპანიას სამშენებლო სამუშაოები არ დაუწყია.

ოთო ბერიშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის გადაწყვეტილი მხოლოდ ის არის, რომ სასტუმროში ფერმერული ტიპის მეურნეობა იქნება. 

სოფელ სათაფლეში Rooms-ის სასტუმროს „აჭარა ჯგუფის“ შვილობილი შპს "სითი ლოფტი" ააშენებს. ცნობილია, რომ კომპანია ადგილზე კაკლისა და ნუშის მრავალწლიან ნარგავებს, ხელოვნური ტბორს და საოჯახო ტიპის გასართობ-დასასვენებელი კომპლექსს მოაწყობს.

ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კომპანია 7 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

აჭარა ჯგუფი ამ ეტაპზე ROOMS-ის ორ სასტუმროს ფლობს თბილისსა და ყაზბეგში.