მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერი: "საზამთროს რეალიზაცია მკვეთრად შეგვიმცირდა"

5b546a19daf4d
ნინი ლონგურაშვილი
22.07.18 17:00
1711
ფერმერ ჯონი სიმონიას საზამთრო აბაშის რაიონში მოჰყავს. ამბობს, რომ თურქულმა საზამთრომ ფერმერები “ჩაძირა”.
 
“ ჩვენი საზამთრო ახლახანს შემოვიდა, ნაწილი აგვისტოში უნდა შემოვიდეს, თურქული საზამთრო კი ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გამოჩნდა მაღაზიათა ქსელებში, თანაც გაცილებით იაფად”-აცხადებს  BM.GE-თან ფერმერი.
 
მისი თქმით, მაშინ როცა სარეალიზაციო ქსელში თურქული საზამთრო 35 თეთრად იყიდება, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის პროდუქტის თვითღირებულება  40 თეთრია.
 
“გადამყიდველი თავის ფასს ადებს და კილოგრამის ღირებულება კიდევ უფრო ძვირდება. მაგალითაც “კარფურის” ქსელში  თუქრული საზამთრო 35 თეთრად იყიდება. ადგილობრივი წარმოების საზამთრო კი აღარავის უნდა, რადგან ძვირია.
 
ეს ფერმერებისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ასევე,  ჩითილიც გაძვირდა. 1 000 კაკალი 130 ლარი გვიჯდება, როცა მანამდე 75 ლარს ვიხდიდით”-აცხადებს ფერმერი.
 
მისი თქმით, საზამთროს რეალიზაციაზე გავლენა იქონია საზამთროში ნიტრატების გადაჭარბებულ შემცველობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამაც.