მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერები წელს 70 ათას ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან

5b54852e81772
ელენე გოგბერაშვილი
22.07.18 18:00
917
გასულ წელთან შედარებით, წელს თხილის მწარმოებლები გაცილებით უკეთეს მოსავალს ელოდებიან.  ფაროსანასა და სოკოვანი დაავადებების გამო გასულ წელს თხილის 50% განადგურდა.

როგორც თხილის გადამამუშავებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე მოწერელია bm.ge-თან აცხადებს, წელს ნედლეულის მხოლოდ 17%-ია დაზიანებული.
 
“მავნებლის აქტივობა ძალიან დაბალია, 5-7%-ის ფარგლებში. სოკოვან დაავადებებს რაც შეეხება, აქაც უკეთესი მდგომარეობაა. ბევრმა მწარმეობელმა გაითვალისწინა ის მდგომარეობა, რაც შარშან იყო და უზრუნველყვეს შეწამვლა. მათ, ვინც დროულად გაატარა ღონისძიებები, პრაქტიკულად 100% ჯანსაღი მოსავალი აქვთ. ვვარაუდობთ, რომ მთალიანად საქართველოში 70 ათასი ტონა  გაუტეხავ და 50 ათას ტონა თხილის გულის მოსავალს მივიღებთ. ეს კარგი შედეგია იმათან შედარებით, რაც გასულ წელს გვქონდა”-აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.
 
თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება. ერთი კილოგრამი გაუტეხავი თხილის ფასი 5 დოლარი, თხილის გულის  კი 5,5 დოლარია.
 
გასულ წელს თხილის მოსავლიანობის განახევრების პარალელურად განახევრდა საექსპორტო მაჩვენებლებიც. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს თხილის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით (179 მილიონი) შემცირდა და 82 მილიონი დოლარი შეადგინა.