მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერერო: საქართველოს თხილის წარმოების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს

594bbc091a953
BM.GE
22.06.17 16:39
5118
საქართველოს თხილის წარმოების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, - ეს განცხადება საქმის კურსთან კომპანია ფერეროს წარმომადგენელმა გააკეთა. Ferrero Hazelnut Company-ის მენეჯერის ალესანდრო ბოკარდოს განცხადებით, მთლიანობაში თხილი საქართველოს ბაზრის წილის 4%-ს შეადგენს და 1 ჰექტარი მიწიდან მიღებული თხილის წარმოება საქართველოში შესაძლოა გაიზარდოს 2.5 ტონამდე.

„საქართველოში თხილი 50 000 – 60 000 ჰექტარ მიწაზეა კულტივირებული და მთლიანი მოსავლის ნახევარზე მეტი წარმოებაშია. ჩვენი შეფასებით 1 ჰექტარი მიწიდან მიღებული თხილის წარმოება საქართველოში შესაძლოა გაიზარდოს მაქსიმუმ 2-დან 2.5 ტონამდე. მთლიანობაში თხილი საქართველოს ბაზრის 4%-ს შეადგენს. ცხადია თხილის წარმოებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში, თუმცა ჩვენი გათვლებით მისი წილი ბაზარზე მაქსიმუმ უნდა გაორმაგდეს, რადგან მიუხედავად იმისა რომ ადამიანური და ტექნიკური რესურსი შეიძლება გაიზარდოს და ეს ასეც იქნება, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ანუ მიწა არ იძლევა მეტის საშუალებას.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მიწის მოცულობა არ არის ისეთი დიდი როგორიც თუნდაც თურქეთია რომელიც ისედაც გახლავთ თხილის კულტივაციისა და წარმოების მაგნატი. რაც შეეხება კომპანია ფერეროს სამომავლო გეგმებს საქართველოში განვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ მისაბაძი მაგალითი. ამჟამად ჩვენ დაახლოებით 4000 ჰექტარ მიწაზე მოგვყავს თხილი თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ“, - ამბობს ალესანდრო ბოკარდო.