მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDI-ში რეინვესტიციის წილი 50%, ანუ $500 მილიონია

5c0e2e93d4b51
BM.GE
10.12.18 13:03
775
საქსტატის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის სამ კვარტალში საქართველოში $504 მილიონი დოლარის რეინვესტიცია განხორციელდა. შედეგად, მთლიან ინვესტიციებში რეინვესტიციების წილმა 50%-ს მიაღწია. 

რეინვესტიციების მოცულობა განსაკუთრებული ტემპით ბოლო ორი წლის განმავლობაში იზრედება. 2015 წელს ის 10%-ის ფარგლებში იყო, ხოლო 2017 წლიდან მან მთლიანი ინვესტიციების 40-50%-ს მიაღწია. 2018 წლის პირველ კვარტალში კი მთლიან ინვესტიციებში რეინვესტიციების წილი 71%-ს აღწევდა. 

რაც შეეხება მთლიან ინვესტიციებს, მისი მოცულობა შემცირებულია. 2018 წლის 9 თვეში FDI-ის სახით სულ $998 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 27%-ით ნაკლებია. 

შემცირების ერთერთი მიზეზი აზერბაიჯანიდან ინვესტიციების განახევრებაა. საქსტატის განმარტებით, ამ შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული

1) აზერბაიჯანი - $169 მილიონი, კლება წინა წელთან 54%;
2) ნიდერლანდები - $139 მილიონი, კლება წინა წელთან 21%;
3) გაერთიანებული სამეფო - $136 მილიონი, კლება წინა წელთან 21%;
4) ჩეხეთი - $83 მილიონი, ზრდა წინა წელთან 100%;
5) აშშ - $79 მილიონი, ზრდა წინა წელთან 23%;
6) პანამა - $61 მილიონი, ზრდა წინა წელთან 41%;
7) ჩინეთი - $54 მილიონი, ზრდა წინა წელთან 96%;
8) რუსეთი - $52 მილიონი, ზრდა წინა წელთან 82%;
9) კორეა - $38 მილიონი, ზრდა წინა წელთან 104%;
10) ლუქსემბურგი - $36 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთერთი მთავარი წყაროა. მის შემცირებას ეროვნული ვალუტის კურსზე ნეგატიური გავლენა აქვს.