მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

5beed0eb3ab4d
ლევან თაღიაშვილი
16.11.18 19:00
3058
Wintekpro საქართველოში უნიკალურ პროდუქტს ამზადებს.  ფანჯარა, რომელიც თვითწმენდისა და ოთახის ვენტილაციის ფუნქციითაა აღჭურვილი თანამოაზრეთა ჯგუფმა შექმნა. ინოვაციური პროდუქტის მეშვეობით  სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ისეთი პროცედურების  ჩატარება, როგორიცაა მაღალსართულიან შენობებზე ფანჯრის გაწმენდა საჭირო აღარ იქნება.

როდესაც საქმიანობა დაიწყეს, Wintekpro-ს წევრებს არც კი წამორედგინათ, რომ ის მათ დიდ წარმატებას მოუტანდათ.  თუმცა, 8 თვიანი მუშაობის შედეგად Wintekpro-მ უნიკალური პროდუქტი შექმნა. წარმატებაც მალევე მოვიდა, პროდუქტმა ჩინეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო გამოფენებში მიიღო მონაწილეობა. ადგილოვრივი მედიის შემდეგ დაინტერესება უკვე Financial-მა და BBC-მაც გამოხატა.

კომპანია უკვე ქმნის სამუშაო ადგილებს. საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრთან“ მემორანდუმის გაფორმების შედეგად სასწავლებელი თავდაპირველი წარმოებისთვის საჭირო 15 სპეციალისტს გადაამზადებს, რომლებიც შემდეგ მომხმარებელთან მუდმივ კომუნიკაციას დაამყარებენ და კვალიფიციურ დახმარებას გაუწევენ maT.

სხვადასხვა ქვეყნიდან შემოთავაზებები არსებობს, თუმცა ჯგუფის სურვილით პირველი წარმოება საქართველოში უნდა დაიწყოს. ამისთვის კი მხოლოდ ინვესტორია საჭირო. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა მდინარაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პირველადი წარმოებისთვის, დაახლოებით, 250 000 ლარია საჭირო, რის შემდეგაც უკვე მასობრივი წარმოება დაიწყება.

“პროექტს თავიდან არასერიოზულად შევხედეთ, ვიფიქრეთ, რომ მსგავსი რამ უკვე არსებობს ან ძალიან ძვირი ჯდებოდა. შემდეგ ჩვენმა მეგობარმა დაგვარწმუნა, ჩვენც საქმეში უფრო მეტად ჩავიხედეთ და ვნახეთ, რომ ასეთი რამის გაკეთება შესაძლებელია და არც ისე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. შემდეგ თანამოაზრეები 3 ნაწილად დავიყავით, ერთმა პირველი პროტოტიპის გაკეთება და მისი გაუმჯობესება დაიწყო, მეორე უზრუნველყოფდა ფინანსურ და იურიდიულ მხარეს, მესამე ჯგუფმა კი ბაზრის შესწავლა დაიწყო.

გვსურდა, რომ პროდუქტი მარტივი, გამძლე და მსუბუქი ყოფილიყო. 8 თვის მუშაობის შემდეგ ჩვენ მივიღეთ, ვფიქრობ, სრულყოფილი პროდუქტი, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური, მრავალფუნქციური და რაც მთავარია აბსოლუტურად უსაფრთხო, როგორც დამონტაჟების, ასევე მომსახურების დროს. ამჟამად გვჭირდება ფინანსები იმისთვის, რომ პირველი წარმოება გავაკეთოთ საქართველოში, აქ გამოვიდეს პირველი პროდუქცია და შემდეგ ავითვისოთ ბაზარი ყველა მიმართულებით", - განაცხადა მდინარაძემ.