მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი TBC-ის საქმეზე - "ივანიშვილი პროკურატურის მეშვეობით ხელებს მსხვილ ბიზნესზე აცეცებს"

5c482d9865cf5
BM.GE
23.01.19 13:04
2558
“ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა საქართველოს კეთილდღეობაზე მზრუნველი ფილანტროპის იმიჯი და შეიძინა ხარბი ბიზნესმენის იმიჯი, რომელიც საქართველოს უმსხვილეს ბიზნესზე აცეცებს ხელებს, რისთვისაც მის მორჩილ პროკურატურასა და სასამართლოს იყენებს", - ამბობს საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი.

ფადი ასლის შეფასებით, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებულია. 

“ივანიშვილი ცდილობს, თავს დაესხას მასზე გაცილებით დიდ მსხვერპლს. ის საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებს, სწორედ ამიტომ ვერ შეძლო მან PMI-სა და BAT-ის დამარცხება, ის დამარცხდება TBC ბანკის შემთხვევაშიც.

სწორედ ასეთი ვითარების გამო, საქართველომ დაკარგა უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის რეპუტაცია, რაზეც 2018 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვებიც მეტყველებს.

და ბოლოს, მოვიყვან ციტატას მათეს სახარებიდან “ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე განიგმირება,”- ამბობს ასლი.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა, რომ საელჩო ყურადღებით აკვირდება “თიბისი ბანკის” შესახებ მიმდინარე საქმეებს და მათ შესაძლო გავლენას ანაკლიის პორტზე. უილსონის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ TBC ბანკის აქციონერთა ნაწილი აშშ-ის მოქალაქეა.

ამერიკული JPMorgan თიბისი ბანკის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია, რომელიც ბანკის 8.4% -ზე მეტს ფლობს.