მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი: პირადად მე მხარს ვუჭერ მიწის გასხვისების აკრძალვას უცხოელებზე

5926e45705d64
BM.GE
25.05.17 18:03
1296
„რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ზოგიერთისთვის, პირადად მე მხარს ვუჭერ მიწის გასხვისების აკრძალვას უცხოელებზე“, - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ფადი ასლი. მისი განცხადებით, უცხოელებს, რომლებიც სერიოზულად არიან დაინტერესებული სოფლის მეურნეობით, შეუძლიათ მიწის გრძელვადიანი იჯარით აღება, - აკრძალვა გზას მოუჭრის მათ ვისაც მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციური მიზნით სურს მიწის შეძენა.

„საქართველო ძალიან პატარაა იმისთვის, რომ მოექცეს ძალიან მდიდარი უცხოელი ინვესტორების მფლობელობაში... სამწუხაროდ! მე ასევე მჯერა, რომ სასოფლო სამეურნეო მიწის გამონაკლის შემთხვევებში გასხვისების შესაძლებლობა კარს გაუღებს კორუფციულ გარიგებებს.

ასევე, არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს აკრძალვა სერიოზულ გავლენას იქონიებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. საქართველო არ არის აგრარული ქვეყანა და შესაბამისად ყველა იმ უცხოელი ინვესტორისგან ვინც დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, ძალიან მცირე ნაწილი დაინტერესდება სოფლის მეურნეობით“, - წერს ფადი ასლი.