მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი: დაუყონებლივ უნდა შეწყდეს საბანკო ანგარიშების გაყინვა, ეს ვერ მოიცდის

569dfaf8424f4
BM.GE
19.01.16 12:41
1908
"ჩვენ პირადად გიორგი კვირიკაშვილს ვენდობით, საქართველო დაცულია მის ხელში", - აღნიშნულის შესახებ, ICC საქართველოს პრეზიდენტმა, ფადი ასლიმ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. ფადი ასლის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე პრემიერთან ყველა აქტუალური თემა იქნა განხილული.
 
"პრემიერთან წამოჭრილი თემები შემდეგი იყო, - დაუყონებლივ უნდა შეწყდეს საბანკო ანგარიშების გაყინვა, - ეს ვერ მოიცდის. ხანგრძლივი და გაწელილი პროცედურები აუდიტის შემოწმების დროს უნდა გაუქმდეს, აუდიტი სწრფი უნდა იყოს, ისე რომ გადასახადის გადამხდელს არ მიადგეს ზარალი. გვინდა კვალიფიციური საგადასახადო ინსფექტორები და არა ისეთები როგორებიც დღეს არიან.

რატომ შეექმნა საქართველოს ცუდი რეპუტაცია, - ეს არის საგადასახადო ინსპექცია და საქართველოს სასამართლო სისტემა, თუ მთავრობა ამას მოაგვარებს საქართველო იქნება ბრწყივალე ადგილი საინვესტიციოდ“, - განაცხადა ფადი ასლიმ.