10.დეკემბერი.2015 14:21
მსოფლიო

Facebook-მა სოციალურ ქსელში, წლის ყველაზე განხილვადი თემები დაასახელა

Facebook-მა სოციალურ ქსელში, წლის ყველაზე განხილვადი თემები დაასახელა
Facebook-მა წლის ყველაზე განხილვადი თემები დაასახელა. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული თემა სოციალურ ქსელში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებია. მეორე ადგილზე კი პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტი გავიდა. მესამე ყველაზე გალხილვადი თემა კი სირიის სამოქალაქო ომი და ლტოლვილების საკითხი იყო. პოპულარულ თემებს შორის მოხვდა, ნეპალის მიწისძვრა, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, საპროტესტო აქციები ბალტიმორში, საბერძნეთის სავალო კრიზისი და სხვები.

ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსების სიას Facebook-ზე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლიდერობს და მას მოსდევს საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლი ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი. ყველაზე პოპულარული არტისტები აღმოჩნდნენ ედ შირანი და ტეილორ სვიფტი. ყველაზე ხშირად სოციალური ქსელის მომხმარებლები სპორტსმენებს შორის ბოქსიორ ფლოიდ მეივეზერზე და მის კოლეგა მენი პაკიაოზე საუბრობდნენ. პოპულარული ფილმი გახდა „ვარსკვლავური ომები: ძალის გაღვიძება“ და სერიალი „სამეფო კარის თამაშები“. 



21.ოქტომბერი.2018 12:37
520

მექსიკა ჰაერის დაბინძურებას „მწვანე გზის“ გაშენებით ებრძვის

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 15:45
232

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შემცირდა

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 15:33
448

ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მსოფლიოში

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 21:00
115

დიდი ბრიტანეთი 2032 წლისთვის საწვავზე მომუშავე მანქანებისა აკრძალვას გეგმავს

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 20:27
88

ძვირადღირებული საფოსტო მარკები

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 19:20
136

WB: მსოფლიოს თითქმის ნახევარი დღეში $5.5-ზე ნაკლებით ცხოვრობს

ვრცლად