მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-მა რუსეთის დაფინანსებული სარეკლამო კამპანია გამოავლინა

59b13b8005d2c
BM.GE
07.09.17 16:27
1105
Facebook-მა სოციალურ ქსელში რუსეთის დაფინანსებული სარეკლამო კამპანია გამოავლინა. კომპანიის განცხადებით, კამპანია სოციალურ და პოლიტიკურ ინფორმაციას შეიცავდა, რომელიც განხეთქილების წარმოშობას უწყობდა ხელს.

3000-მდე რეკლამაში ჯამში 100 000 დოლარი დაიხარჯა. რეკლამები სოციალურ ქსელში 2 წლის განმავლობაში, მიმდინარე წლის მაისამდე ვრცელდებოდა.

გავრცელებული ინფორმაცია უმეტესწილად არ ეხებოდა კონკრეტულ პოლიტიკოსებს, თუმცა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა იმიგრაცია, ეთნიკურობა და თანასწორობა.

Facebook საკითხზე ამერიკულ გამოძიებასთან თანამშრომლობდა. რეკლამები კი სოციალურ ქსელში ყალბი მომხმარებლების სახელით ვრცელდებოდა, Facebook-ის განცხადებით ანგარიშები სავარაუდოდ სანქ-პეტერბურგის ბაზაზეა შექმნილი.