მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

facebook-ი დღეიდან მესენჯერით გაგზავნილი წერილების წაშლის უფლებას მოგცემთ

5c59d1fc7f6e8
BM.GE
05.02.19 22:05
1689
Facebook-ი დღეიდან საშუალებას მოგცემთ თქვენს მიერ გაგზავნილი წერილები გაგზავნიდან 10 წუთის განმავლობაში წაშალოთ. ახალი ფუნქცია არასასურველი შეცდომებისა და უხერხულობებისგან დაგიცავთ, თუმცა ცხადია თუ წერილის ადრესატმა ამ 10 წუთის განმავლობაში თუ ნახა წერილი, შემდგომში მისი წაშლა მნიშვნელოვანი აღარ იქნება.

წერილის წასაშლელად საჭიროა მას "დააკლიკოთ" და მონიშნოთ ფუნქცია Remove for Everyone.

წერილის წაშლის ფუნქციის გამოყენებისას ადამიანს მიუვა შეტყობინება, რომ თქვენ მასთან გაგზავნილი წერილი წაშალეთ, თუმცა ამ წერილის შინაარსს ის ვერ ნახავს. 

2018 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარკ ცუკერბერგი და facebook-ის სხვა აღმასრულებლები ამ სერვისით სარგებლობდნენ. 2.3 მილიარდი მომხმარებლისთვის კი ეს ფუნქცია მხოლოდ ახლა ამოქმედდება. ახალი ფუნქცია მესენჯერის iOS-ისა და ანდროიდის აპლიკაციებში ხდება ხელმისაწვდომი.