მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანები

59ec553246c18
BM.GE
22.10.17 18:00
1238
ამერიკულმა გამოცემამ Forbes 2017 წლის ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანები დაასახელა. აღნიშნული სიის ლიდერი "ჰარი პოტერის" ავტორი ჯოან როულინგია, რომელმაც Forbes გათვლებით, 12 თვის განმავლობაში 95 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის სიაში როულინგი მიმდინარე წელს უკვე მეორედ მოხვდა. მანამდე იგი გამოცემამ წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწერლად დაასახელა.
"რეალის" ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ 93 მილიონი აშშ დოლარით რეიტინგის მეორე პოზიცია დაიკავა . ტოპ-სამეული ბრიტანულმა ბენდმა Coldplay დახურა 88 მილიონი აშშ დოლარით.

ამერიკული გამოცემის რეიტინგში ინგლისელი მომღერალი ადელი 69 მილიონი აშშ დოლარით და პოლ მაკარტნი 54 მილიონი აშშ დოლარით მოხვდნენ.

სიაში მოხვედრილი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ევროპელი სპორტსმენებიდან ლიდერი კრისტიანო რონალდოა, რომლის შემოსავალმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 93 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კი სიაში ადგილი 64 მილიონი აშშ დოლარით დაიმკვიდრა.