04.დეკემბერი.2015 17:09
მსოფლიო

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროზონის დახმარების პროგრამა გააფართოვა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროზონის დახმარების პროგრამა გააფართოვა
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროზონის დახმარების პროგრამა გააფართოვა. ექსპერტები ამას ელოდებოდნენ: ინფლაცია ევროზონაში, ევროპის ცენტრალური ბანკის ძალისხმევის მიუხედავად, ნოემბერში 0.1%-მდე შემცირდა, ხოლო ინფლაციის სტიმულირებას მარიო დრაგის უწყება თავის ძირითად ამოცანად მიიჩნევს.

გუშინ გამართულ სხდომაზე, ბანკმა რაოდენობრივი შერბილების პროგრამა, რომელიც თვეში 60 მლრდ ევროს აქტივების გამოსყიდვას ითვალისწინებს, 2017 წლის მარტამდე გაგრძელდა და მასში ევროპის ქვეყნების რეგიონალური მთავრობების ობლიგაციების შესყიდვაც ჩართეს. გარდა ამისა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მინუს 0.3%-მდე შეამცირა სადეპოზიტო განაკვეთი ბანკებისთვის და ამასთან რეფინანსირების თითქმის ნულოვანი განაკვეთი (0.05%) უცვლელი დატოვა.

"გადაწყვეტილების მიზანია ევროზონის ეკონომიკის აღდგენის სტიმულირება. ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭო ყურადღებით აკვირდება ფასების სტაბილურობას და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვიქნებით მოქმედებისთვის", - განაცხადა მარიო დრაგიმ გუშინდელ პრესკონფერენციაზე. მაგრამ ინვესტორები იმედგაცრუებული დარჩნენ: ისინი მარეგულირებლისგან უფრო გაბედულ გადაწყვეტილებებს ელოდნენ. გუშინ ევროპის საფონდო ბირჟებმა 2.5-დან 3.5%-მდე დაკარგეს. ევროვალუტამ კი დრაგის კომენტარების შემდეგ მარტიდან ყველაზე დიდი „ნახტომი“ გააკეთა: აშშ დოლარის მიმართ ევრო 3%-ით გამყარდა და $1,09-ს მიაღწია.



14.დეკემბერი.2018 17:20
202

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტების ათეული

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 17:32
97

Apple ტეხასში $1 მილიარდის ღირებულების კამპუსს ააშენებს

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 16:14
103

ტერეზა მეი გადადგომას გადაურჩა და პრემიერის პოსტს ინარჩუნებს

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 15:48
107

როდის დატოვებს SWIFT-ის გენდირექტორი პოსტს

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 12:31
659

„ველოდებით საქართველოს მთავრობის პასუხს“ - ოფიციალური ირანის მორიგი განცხადება

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 10:00
422

Forbes: ჯოან როულინგმა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლის სტატუსი დაკარგა

ვრცლად