26.ნოემბერი.2015 11:15
მსოფლიო

ევროპის ბანკებმა ტრილიონი ევროს დავალიანება დააგროვეს

ევროპის  ბანკებმა ტრილიონი ევროს დავალიანება დააგროვეს
ევროკავშირის საბანკო მარეგულირებელის - ევროპული ბანკების ორგანიზაციის (EBA) 105 უმსხვილეს ბანკში ჩატარებულმა კვლევამ და დეტალურმა შესწავლამ წარუმატებელი, არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა. რუსული მედიის ცნობით, ევროპას კრიზისთან ბრძოლაში ხელს, სწორედ ბანკების დავალიანებები უშლის. ევროკავშირის 21 წევრი ქვეყნის, ასზე მეტი ბანკის ანალიზის შედეგიდან ევროკავშირის საბანკო მარეგულირებელმა განაცხადა, რომ მათი დავალიანება 3 ტრილიონ ევროს აღწევს. ევროკავშირის ბანკების ბალანსზე არსებული ვადაგადაცილებული დავალიანებები ტრილიონ ევროს უტოლდება და  ბანკირების მიერ გაცემული ყველა კრედიტის თითქმის 6 პროცენტს შეადგენს. თუ სხვა საფინანსო დაწესებულებებისთვის გაცემულ კრედიტებს გამოვრიცხავთ, დაგროვილი დავალიანების წილი 10 პროცენტამდე იზრდება. ეს მაჩვენებელი აშშ-ში 3 პროცენტამდეც ვერ აღწევს.
 
დავალიანების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია კვიპროსშია. დიდი ბრიტანეთის ბანკების დავალიანება ამერიკაში არსებულს უტოლდება და 2,8 პროცენტს შეადგენს. ევროპული ბანკების ორგანიზაციის განცხადებით, ევროპის ბანკებში მომგებიანობის ნაწილი უმჯობესდება, თუმცა ჯერჯერობით მაინც ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზე რჩება. არასაკმარისად, მაგრამ მცირედით დაკრედიტების მოცულობებიც იზრდება.
 
2015 წლის პირველ ნახევარში გაცემული სესხების რაოდენობა 3,9  პროცენტით გაიზარდა, ანუ 74 მილიონი ევრო შეადგინა. ამასთან ერთად, ნელ-ნელა აქტივების ხარისხიც უმჯობესდება.
 
2014 წლისგან განსხვავებით, წელს ევროპული ბანკების ორგანიზაციამ ე.წ. სტრეს-ტესტები ბანკებში არ ჩაატარა. გასულ წელს ეს ტესტები 24-მა ევროპის ბანკმა ვერ გაიარა.
 



16.თებერვალი.2019 14:14
932

ტრამპმა კედლის ასაშენებლად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 00:10
2658

მანჩესტერში ადამიანებს ქუჩაში დაძინებისთვის £100-ით დააჯარიმებენ

ვრცლად
14.თებერვალი.2019 16:13
174

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ახალ რეკორდს მიაღწია

ვრცლად
14.თებერვალი.2019 00:30
988

ბრიტანეთი 2021 წლისთვის თვითმართვადი ავტომობილების ბაზრის ათვისებას გეგმავს

ვრცლად
13.თებერვალი.2019 00:10
3238

თურქეთში სახელმწიფოს აგრარულ ბაზრებში ხილ-ბოსტნეული ნახევარ ფასად იყიდება

ვრცლად
12.თებერვალი.2019 18:30
5785

რუსეთი გლობალურ ინტერნეტს გამოეთიშება - რას ნიშნავს ეს ცვლილება

ვრცლად