მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპელ ინვესტორებს აფერხებთ ის ფაქტი, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ"

5c92627d74f49
მარიამ ადამია
21.03.19 10:01
1066
“როცა ქვეყანაში ინვესტორი 100 მილიონის დოლარის ინვესტიციას ახორციელებს და იმავე ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა და შემაფერხებელია ბიზნესისთვის, თანაც ოკუპანტსაც გააჩნია ვინ არის,” - ამის შესახებ“ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” ხელმძღვანელმა ზვიად ჭუმბურიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ხვალ შეიძლება პროვოკაცია მოხდეს, რამაც შეიძლება ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე დააყენოს, ამიტომ ინვესტორს აქვს შიში, რომ ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ ვითარებაშია და ეს ამცირებს ინვესტიციას“.

“საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება მართალია ადვლია, მაგრამ მხოლოდ დარეგისტრირება არ ნიშნავს ბიზნესის წარმოებას. სერიოზული ინოვაციების განხორციელებაა საჭირო ქვეყანაში, რომელიც მთავრობის მხრიდან არ ჩანს, არ ხორციელდება. ასევე, ევროპულ პარტნიორთან როდესაც თანამშრობლობს ქართველი მეწარმე, საჭროა, მას მივცეთ სტიმული და თუკი ქართული კომპანია რეგულარულად აწვდის ევროპას მაღალხარისხიან პროდუქციას, გავათავისუფლოთ ის ერთი წლის განმავლობაში გადასახადებისგან. მსგავს ექსპერიმენტებში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა იმისთვის, რომ მეწარმე წახალისდეს“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

“ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” ხელმძღვანელის თქმით, „თუ ამ ყველაფერს სერიოზული ყურადღება არ მიექცევა, დსთ-ის ქვეყნები ევროკავშირის სერიოზული კონკურენტი ხდება და შესაძლოა, ევროკავშირის ბაზარი საერთოდ დავკარგოთ“.

შეგახსენებთ, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 118.2 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 10.7%–ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.