12.იანვარი.2019 16:32
საზოგადოება

„ევროპა ჩვენი სახლია“ თეთრ ხიდზე მინის საფარის სრულად გადაკეტვას ითხოვს

„ევროპა ჩვენი სახლია“ თეთრ ხიდზე მინის საფარის სრულად გადაკეტვას ითხოვს
„ევროპა ჩვენი სახლია“ თეთრ ხიდზე მინის საფარის სრულად გადაკეტვას ითხოვს.

მათი თქმით, მხოლოდ იმ ადგილის შემოღობვა, სადაც ორი კვირის წინ მინა დაზიანდა, საკმარისი არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს მინის ფილებზე სტიკერები გააკრეს ორენოვანი წარწერით, რომლითაც მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ხიდზე გადასვლა სახიფათოა.

ისინი ქუთაისის მერიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ზომებს პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იღებდეს და არა - ისინი.

„ეს არის უპასუხისმგებლობის ზეიმი. ნებისმიერ დროს აქ გადაადგილება, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს. ორი კვირა გავიდა რაც მინა დაზიანდა და ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი უსაფრთხოა თუ არა ხიდზე გადაადგილება. მერიამ ხიდის მხოლოდ ერთი მონაკვეთი შემოსაზღვრა, მაშინ, როცა ყველგან, სადაც მინის საფარია, მოძრაობა სახიფათოა. მართლა რომ მოხდეს რამე და ჩავარდეს აქ ადამიანი, მერე რა იქნება? ჩავარდნილ პროექტს ადამიანებიც ხომ არ უნდა უნდა მივაყოლოთ? მოვუწოდებთ მერიას, სასწრაფოდ მიიღოს ზომები და ხიდზე გადაკეტოს ყველა ის მონაკვეთი, სადაც მინის საფარია“, – ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი გია გოქაძე.
თეთრ ხიდზე გახსნიდან ორ თვეში მინის საფარი დაზიანდა. მერიაში პირველივე დღეს განაცხადეს, რომ დიდი ალბათობით მინა გარე ზემოქმედების შედეგად დაზიანდა. მომხდარზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე უცნობია რა გახდა მინის დაბზარვის მიზეზი. როგორც შსს–ში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, ამოღებულია კამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს გამოძიება.

თეთრი ხიდი 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, ორ დღეში ხიდზე ლითონის ფილები დაზიანდა.

ქუთაისის მერიამ კომპანია "ალმა რუსს", რომელმაც ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა, ხელშეკრულება გაუწყვიტა. ხარვეზების გამოსასწორებლად კი ტენდერს განმეორებით გამოაცხადებს.

წყარო: „ქუთაისიპოსტი“



21.მარტი.2019 16:18
225

8 მოთხოვნა, რომელიც კრედიტორებმა ანაკლიის პორტის პროექტზე სახელმწიფოს წარუდგინეს

ვრცლად
21.მარტი.2019 11:55
823

სამშენებლო სექტორში ეკონომიკური ვარდნაა

ვრცლად
20.მარტი.2019 21:49
133

„5-6 წლის განმავლობაში ახალი სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 7 მლრდ დაიხარჯება“

ვრცლად
20.მარტი.2019 16:13
4212

ჭავჭავაძის გამზირზე კერძო ავტომანქანები გაჩერებას ვეღარ შეძლებენ - რა არის მერიის მიზანი?

ვრცლად
20.მარტი.2019 14:48
2134

გაგარინის მოედანზე „იოლის“ მაღაზიიდან მოქალაქემ ვისკი მოიპარა

ვრცლად
20.მარტი.2019 13:37
906

მერია მშრალი ხიდის რეაბილიტაციას იწყებს - სად გადავლენ მოვაჭრეები?

ვრცლად