მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიის ჯარიმის მიუხედავად, MasterCard ცვლილებებს არ გეგმავს

5c48d4b7d00da
ანნა ლაპიაშვილი
24.01.19 11:46
586
ევროკომისიის გადაწყვეტილება არანაირ ცვლილებას არ საჭიროებს MasterCard-ის ოპერირების სისტემაში - განაცხადეს კომპანიის პრესსასმსახურში.

“ევროკომისიის გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა დიდი ხნის გამოძიებას, რომელიც 2015 წლამდე მოქმედ სისტემებს შეეხებოდა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ძველ პროექტებს ეხება, რომლებიც განსაზღვრულ პერიოდში, ორ წელზე ნაკლები დროით მოქმედებდა და შესაბამისად, არ იქნება არანაირი საჭიროება მოქმედ ბიზნეს პრაქტიკაში ცვლილებები შევიდეს", - აღნიშნულია MasterCard-ის განცხადებაში.

MasterCard-ი აღნიშნავს, რომ ანტიმონოპოლიური დავის დახურვას, როგორც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას, ისე განიხილავს.

“ჩვენ ფოკუსირებას ვაკეთებთ წინსვლაზე, რომელიც იქნება საუკეთესო. ვკონცენტრირდებით ისეთი გადაწყვეტილებების შემუშავებაზე, რომლებიც ყველაზე უსაფრთხო და მოსახერხებელი იქნება, რომლებიც ბარათის მფლობელების, ბანკების, გამყიდველების და ხელისუფლებების რეალურ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული”, - აღნიშნავს კომპანია.

ევროკომისიამ MasterCard €570,6 მილიონით ბაზარზე დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენებისათვის 22 იანვარს დააჯარიმა.