მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის 2019-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტები

BM.GE
31.01.19 11:13
1417
თბილისის მერია დაახლოებით, 385 მილიონი ლარის პროექტების დაწყებას და მათი უმრავლესობის წელს დამთავრებას გეგმავს. მიმდინარე წელს თბილისს ახალი საჯარო-რეკრეაციული სივრცეებიც უნდა შეემატოს, რამდენიმე მათგანი კი - უნდა განახლდეს, მაგალითად კიკვიძის პარკი, რაც დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაჯდება. ასევე, თბილისელებს დიღმის ჭალებში ახალი პარკით სარგებლობაც შეეძლებათ. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, 2019 წელს დიდ დიღომსა და ვარკეთილში ორი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. თითოეულის ბიუჯეტი 12 მლნ ლარი იქნება, მისი დასრულება კი, 2020 წელს არის დაგეგმილი. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, კომპლექსში თავს მოიყრის სპორტის სხვადასხვა სახეობის დარბაზები, მედიათეკა, კაფეები, ფასები კი, მოსახლეობის დიდ მასებზე იქნება მორგებული. კახა კალაძემ 23 პროექტი ერთიანად წარადგინა და დროის ათვლაც შესაბამისად დაიწყო.

სტუმარი: ირაკლი ბენდელიანი - თბილისის მერის მოადგილე