მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს

5c54077c8017f
შოთა ტყეშელაშვილი
01.02.19 13:27
1006
"ცენტრალური ბანკი აუმჯობესებს საბანკო სისტემის, გადახდების, კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების და ზედამხედველობის ჩარჩოების გაძლიერებას,"- ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესს ეხება.  

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი სტაბილურობითა და პოზიტიური ფინანსური მაჩვენებლებით გამოირჩევა, რაზეც ბანკების მომგებიანობის ზრდა და ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის შემცირებაც მეტყველებს. 

"ცენტრალური ბანკი ასევე ასრულებს მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების დანერგვას სავალუტო შეუსაბამობების, უძრავი ქონების რისკების და სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკების საკითხების მოსაგვარებლად. უიმედო სესხები შემცირდა სესხების საერთო მოცულობის 2.9%-მდე (2018 წლის იანვარი), 3.8%-დან წინა წელთან შედარებით. მომგებიანობა კვლავ მაღალია, კაპიტალის და აქტივების რენტაბელურობა ახლოს არის შესაბამისად 20% და 3%-თან. ამასთანავე, დაინერგა დედოლარიზაციის ზომები. ცენტრალური ბანკი ასევე დგამს ნაბიჯებს, რომ შეიმუშავოს პასუხისმგებელი დაკრედიტების ჩარჩო, დაიცვას მომხმარებლები და გააუმჯობესოს ფინანსური განათლება,"- ნათქვამია ანგარიშში.