მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს ნებართვის მიღება მოუწევთ

5ae0882e80e79
BM.GE
25.04.18 17:52
663
უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობამდე ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ. შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა  მიაღწიეს.

იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული, ევროპაში გასამგზავრებლად ონლაინ აპლიკაციის შევსება და შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ. იმ შემთხვევაში, თუ ანკეტაში მოცემული ინფორმაცია საეჭვო იქნება, მას დამატებით გადაამოწმებენ. ამ შემთხვევაში, ევროპაში გასამგზავრებლად ნებართვის მისაღებად მაქსიმალური ვადა 96 საათი იქნება.

ევროპაში მოგზაურობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს.