05.აპრილი.2016 17:13
მსოფლიო

ევროკავშირში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიაშია

ევროკავშირში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიაშია
ევროპულ სახელმწიფოებში უმუშევრობის მაჩვენებლით ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იწევს. Eurostat-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში, უმუშევრობამ ევროზონის 19 ქვეყანაში 10.3 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის აგვისტოდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იანვრის მაჩვენებელი 10.4 პროცენტი იყო. წინა თვესთან შედარებით, თებერვალში უმუშევართა რაოდენობა 39 000 ადამიანით შემცირდა.
 
ევროკავშირის წევრ 28 ქვეყნაში თებერვალში უმუშევრობამ 8.9 პროცენტი შეადგინა, რაც 2009 წლის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია.

უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიაში დაფიქსირდა - 4.3 პროცენტი, ჩეხეთში - 4.5 პროცენტი, მალტაში - 5.1 პროცენტი და დანიაში 5.8 პროცენტი. შედარებით მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული საბერძნეთში და ესპანეთში.

2015 წლის თებერვალთან შედარებით, უმუშევრობის დონე 28 ქვეყნიდან 24 ქვეყანაში შემცირდა, ბელგიაში უცვლელი დარჩა, ხოლო სამ ქვეყანაში გაიზარდა, - ავსტრიაში - 5.4 პროცენტიდან 6 პროცენტამდე, ლატვიაში კი 9.7 პროცენტიდან 10.1 პროცენტამდე.

ევროზონაში ახალგაზრდების უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონეც გერმანიაში შეინიშნება და 6.9 პროცენტს შეადგენს, ჩეხეთში აღნიშნული ციფრი 10.2 პროცენტია, დანიაში - 10.5 პროცენტი, მალტაში კი 10.8 პროცენტი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბერძნეთშია და ის 48.9 პროცენტს შეადგენს.

ევროპის ცენტრალური ბანკი  2017 წლისთვის უმუშევრობის შემცირებას 10.1 პროცენტამდე ელოდება.



17.მარტი.2019 00:13
949

ინოვაციები, რომლებიც მომავალში ცხოვრებას შეცვლის

ვრცლად
16.მარტი.2019 10:15
3226

Tesla-მ ახალი ელექტრომობილი Model Y წარადგინა

ვრცლად
16.მარტი.2019 00:30
3377

Toyota მთვარის ავტომობილზე მუშაობს

ვრცლად
15.მარტი.2019 22:00
2134

Volkswagen 2028 წლამდე 22,000,000 ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს

ვრცლად
15.მარტი.2019 21:30
1085

დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ვრცლად
15.მარტი.2019 00:31
1950

ამერიკამ Boeing 737 Max-ს საჰაერო სივრცე დაუხურა

ვრცლად