მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მოსახლეობის 83%-მდე გაიზარდა

5c4ead44eaa69
BM.GE
28.01.19 11:18
900
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულ-ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ივნისთან შედარებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა 2%-ით, 83%-მდე არის გაზრდილი. 9% აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მისთვის მიუღებელია, ხოლო 7%-მა კი მიუთითა პასუხი - "არ ვიცი".

კვლევის მიხედვით, ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უფრო მეტად ახალგაზრდები უჭერენ. 18-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა 89%-ია, 34-54-ის ასაკობრივ ჯგუფში - 83%, ხოლო 55+ ასაკობრივ ჯგუფში - 78%.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.