მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში ექსპორტი 11,5%-ით გაიზარდა- მთავარი საექსპორტო ბაზარი ბულგარეთია

5c458b56615a4
თამუნა დემეტრაშვილი
21.01.19 12:57
579
საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტმა 2018 წელს 730 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 11,5%-ით მეტია.

რაც შეეხება იმპორტს, ის წინა წელთან შედარებით, 19,5%-ითაა გაზრდილი. მთლიანობაში ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 359 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს კი 17,7%-იანი ზრდაა.

ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან ბულგარეთში გავიდა და მისმა ღირებულებამ 259 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზე 62 მილიონი დოლარით ესპანეთია, მესამეზე კი 51 მილიონით -გერმანია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებზე, საქართველოს მთლიანი ექსპორტის 21,7% მოდის.