17.დეკემბერი.2018 10:56
ეკონომიკა, EU Georgia

ევროკავშირმა კონკურენციის სააგენტოს მიმდინარე პროექტი 6 თვით გაუგრძელა

ევროკავშირმა კონკურენციის სააგენტოს მიმდინარე პროექტი 6 თვით გაუგრძელა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის დახმარების პროექტის - „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში, საორგანიზაციო კომიტეტის რიგით მე-5 სხდომა გაიმართა.

საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ჭიჭინაძემ და პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა - აურელიო ლა ტორემ გახსნეს.

კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას გაჟღერდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის გადაწყვეტილება, რომელიც სააგენტოში მიმდინარე პროექტის დამატებით 6-თვიან გაგრძელებას გულისხმობს.

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარეობა და ბოლო 6 თვის მანძილზე განხორციელებული აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების დროულად განხორციელებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, დამატებითი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზე.

სხდომას, სააგენტოს წარმომადგენლებთან და პროექტის ექსპერტებთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და პროექტის განმახორციელებელი ბელგიური კომპანიის “Business and Strategies Europe” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



21.იანვარი.2019 13:46
48

„სილქნეტის“ ტარიფები იზრდება, აბონენტები ნომრის მომსახურების ფულსაც გადაიხდიან

ვრცლად
21.იანვარი.2019 13:37
37

„ჩვენი მიზანია, ვიყიდოთ კარგი ავტობუსები - არასოდეს ვქექავთ, ვინ ვისი შემწირველია“

ვრცლად
21.იანვარი.2019 12:57
69

ევროკავშირში ექსპორტი 11,5%-ით გაიზარდა- მთავარი საექსპორტო ბაზარი ბულგარეთია

ვრცლად
21.იანვარი.2019 11:46
67

27 ახალი სკოლის მშენებლობაზე წელს 65 მილიონი ლარი დაიხარჯება

ვრცლად
21.იანვარი.2019 11:16
3269

საქართველოში მერაია ქერის კონცერტი გაიმართება

ვრცლად
21.იანვარი.2019 11:01
92

თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი მაგისტრალის რეაბილიტაციაზე 4,7 მლნ ლარამდე დაიხარჯება

ვრცლად