ევროკავშირმა Google $5 მილიარდით დააჯარიმა. CNN Money-ს ინფორმაციით, კომპანიას ბრალი Android-ის სისტემაში განხორციელებულ უკანანონო ქმედებებში ედება.
"Google-მა ანდროიდის ოპერაციული სისტემა საკუთარი საძიებო სისტემის დომინანტობისთვის გამოიყენა. მათ არ მისცეს ევროკავშირის მოქალაქეებს საშუალება, რომ ესარგებლათ იმ სარგებლისგან, რაც კონკურენციას მოაქვს“ - განაცხადა ევროკავშირის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარგარეტ ვესტაგერმა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ Google ცნობილი Smartphone-ბისა და კავშირგაბმულობის კომპანიებს ფულს უხდიდა იმისთვის, რომ მათ Google-ის აპლიკაციები გამოეყენებინათ.
ვესტაგერის თქმით, ეს ყველაზე დიდი ჯარიმაა რაც კი ევროკავშირს დაუწესებია ოდესმე. კომპანიას ქმედების შეჩერებისთვის 90 დღე მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა გაიზრდება.