მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა Google $5 მილიარდით დააჯარიმა

5b4f44d7d52a7
ლევან თაღიაშვილი
18.07.18 20:30
932

ევროკავშირმა Google $5 მილიარდით დააჯარიმა. CNN Money-ს ინფორმაციით, კომპანიას ბრალი Android-ის სისტემაში განხორციელებულ უკანანონო ქმედებებში ედება.

"Google-მა ანდროიდის ოპერაციული სისტემა საკუთარი საძიებო სისტემის დომინანტობისთვის გამოიყენა. მათ არ მისცეს ევროკავშირის მოქალაქეებს საშუალება, რომ ესარგებლათ იმ სარგებლისგან, რაც კონკურენციას მოაქვს“ - განაცხადა ევროკავშირის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარგარეტ ვესტაგერმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ Google ცნობილი Smartphone-ბისა და კავშირგაბმულობის კომპანიებს ფულს უხდიდა იმისთვის, რომ მათ Google-ის აპლიკაციები გამოეყენებინათ.

ვესტაგერის თქმით, ეს ყველაზე დიდი ჯარიმაა რაც კი ევროკავშირს დაუწესებია ოდესმე. კომპანიას ქმედების შეჩერებისთვის 90 დღე მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა გაიზრდება.