მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა Google €1,490,000,000-ით დააჯარიმა

5c923e76d809b
BM.GE
20.03.19 18:15
1831
ევროკავშირი Google-ს კონკურენციის წესების დარღვევაზე ედავება. ევროკომისიის შეფასებით, Google-ის კუთვნილი კომპანია AdSense-ი, რომელიც Google-ის პლატფორმებზე ახდენს რეკლამების განთავსებას, 2009 წლიდან მოყოლებული დომინირებულ საბაზრო მდგო,არეობას კონკურეტნების საწინააღმდეგოდ იყენებს.

დღეს გამართულ კონფერენციაზე ევროკავშირის კონკურენციის მარეგულირებლის ხელმძღვანელმა მარგარეტ ვესტანგერმა წარადგინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი კომპანიას 1.49 მილიარდი ევროთი დააჯარიმებს.

კომისიის განცხადებით, Google საკუთარ კონტრაქტებში უთითებდა, რომ მის კლიენტებს არ შეეძლოთ სხვა პლატფორმების სარეკლამო მომსახურებით ესარგებლათ.

ეს უკვე რიგით მესამე ჯარიმაა, რომელიც ევროკავშირმა Google-ს დააკისრა. მათგან უმსხვილესი €4.3 მილიარდი Android-ის ოპერაციულ სისტემაში Google-ის აპლიკაციებს
უკავშირდება.

Google-ი ევროკავშირმა €2.4 მილიარდით Google Shopping-ის ფუნქციაში კონკურენციის შეზღუდვისთვის დააჯარიმა.