მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროკავშირისთვის ანაკლიის პორტის განვითარება პრიორიტეტული საკითხია"

5c409134ce094
ელენე ჩომახიძე
17.01.19 19:00
1326
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა ევროკავშირის მიერ ანაკლიის პორტის 233 მილიონი ევროთი დაფინანსების გადაწყვეტილება შეაფასა. როგორც კარლ ჰარცელმა განმარტა, ევროკავშირი ანაკლიის პორტის საკითხზე გარკვეული პერიოდია ფიქრობს.

„ანაკლიის პორტის საკითხი გარკვეული პერიოდია წარმოადგენს ევროკავშირის განხილვის საგანს. როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, ევროკავშირისთვის ანაკლიის პორტის განვითარება პრიორიტეტული საკითხია. რაც შეეხება ევროკავშირის კონკრეტულ როლს ამ პორტის განვითარებაში, ამაზე საუბარი მე იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ამ ეტაპზე მაქვს გამიჭირდება“.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" განვითარებას ეხება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზის ფინანსირებაზე €233 მილიონი ევრო არის მითითებული. ამასთანავე პროექტში აღნიშნულია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მიმავალი სარკინიგზო და ავტომაგისტრალის მშენებლობაც, რაზეც 100 მილიონი ევრო არის მითითებული. საკრედიტო დაფინანსება ევროკავშირის ახალი პროექტის “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” ფარგლებში მოხდება, რის შესახებაც ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არის აღნიშნული. პროექტი აღმოსავლეთ სამეზობლოს 6 ქვეყანაში - უკრაინაში, მოლდოვაში, ბელორუსში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უმთავრეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს. “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” ღირებულება 12.8 მილიარდი ევრო იქნება.