მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ელჩი: TBC ბანკი ქვეყნის სისტემური ბანკია… განვაგრძობთ მოვლენების დაკვირვებას

5c6c46c3c0f2d
BM.GE
19.02.19 22:10
1870
კარლ ჰარცელი - „ევროკავშირისთვის „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქვეყნის სისტემური ბანკია
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია.

დიპლომატი საკითხის კომენტირებისას ამბობს, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ვინაიდან სიტუაცია ჯერ არ დასრულებულა.

„ევროკავშირისთვის ეს ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან „თიბისი ბანკი“ ქვეყნის სისტემური ბანკია და ისეთ საკითხები, როგორიცაა საქართველოს მაკროფინანსური სტაბილურობა, სერიოზულად გათვალისწინებული უნდა იყოს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ, ვინაიდან ჩემი მხრიდან არაკეთილგონიერი იქნება კომენტარის გაკეთება გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული იყო ეროვნული ბანკის ზედამხედველობითი უფლებამოსილების ფარგლებში. ჩვენ განვაგრძობთ მოვლენების დაკვირვებას“, - განაცხადა ელჩმა.

წყარო: IPN