15.აპრილი.2016 10:44
მსოფლიო

ევროკავშირის დატოვებით, დიდ ბრიტანეთში შესაძლოა 10 000 სამუშაო ადგილი გაქრეს

ევროკავშირის დატოვებით, დიდ ბრიტანეთში შესაძლოა 10 000 სამუშაო ადგილი გაქრეს
ევროკავშირის დატოვებით, დიდ ბრიტანეთის საფინანსო სექტორში შესაძლოა 10 000 სამუშაო ადგილი გაქრეს. CNNMoney-ს ინფორმაციით, PriceWaterhouseCoopers-ის კვლევის მიხედვით, თუკი ქვეყნის მოსახლეობა რეფერენდუმზე ბრიტანეთის ევროკავშირისგან გამოყოფას აირჩევს 2020 წლისთვის მისი ეკონომიკა 17 მილიარდი ფუნტით შემცირდება.
 
კვლევაში მთავარ საფრთხედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობები სახელდება. გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების არარსებობის პირობებში, ქვეყნის ფინანსური სექტორის ზარალი საკმაოდ დიდი იქნება.

საფინანსო სექტორში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს ინგლისის ბანკიც. გასულ კვირას ბანკის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საბანკო სექტორი უკვე განიცდის არასტაბილურობას იმ მოლოდინების გამო, რაც რეფერენდუმის ირგვლივ ვითარდება.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში რეფერენდუმი 23 ივნისს არის ჩანიშნული.



22.თებერვალი.2019 00:34
3214

Apple iPhone,iPad და Mac-ისთვის საერთო აპლიკაციებს შექმნის

ვრცლად
22.თებერვალი.2019 00:07
3394

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა 24 საათში $5.9 მლნ-ის შემოწირულობა მიიღო

ვრცლად
21.თებერვალი.2019 22:24
2449

კოპენჰაგენის ერთ-ერთ სასტუმროში ოთახები მიკრობებისგან თავისით სუფთავდება

ვრცლად
21.თებერვალი.2019 21:32
1362

Samsung-ის უსადენო ყურსასმენი $129 ეღირება

ვრცლად
21.თებერვალი.2019 18:00
764

რა სიახლეები აქვს Samsung-ის ახალ მოდელებს? (ვიდეო)

ვრცლად
21.თებერვალი.2019 13:00
2030

“სისტემური კორუფციისთვის” ლიტვამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დააკავა

ვრცლად